პროექტის აღწერა

სპორტული კლუბის მხარდაჭერა - sainacapro. de - ჩემ მეგობრებს:

ჩემი აზრით, ჩვენ საზოგადოებაში ბავშვის ხასიათის სწორი ჩამოყალიბების სისტემის სერიოზული დეფიციტი არსებობს.
ეს დეფიციტი უკვე იმ ახალგაზრდების თაობაზეც გავრცელდა, ვისაც დღესდღეობით თვითონაც ჰყავთ შვილები.

სპორტულ კლუბში შენი მუშაობის მხარდასაჭერად შევიმუშავე ხასიათის ჩამოყალიბების პროგრამა, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს  ბავშვის წარმატებას ნებისმიერ სფეროში. რაკი ხასიათი ყველაფრის საფუძველია, ხოლო სკოლები მის განვითარებაზე სისტემურად არ მუშაობენ, იმთავითვე უნდა მოერიდო საშუალო საზოგადოებრივ დონეს. ჩვენმა მომავალმა გამარჯვებულებმა შენ დონეს უნდა მიაღწიონ!

პროგრამა „საი ნაკაპრო“-ს ამოცანები:  შენი შვილი, ანდა ახალგზარდა სპორტსმენი ყოველდღიურად ერთ ანიმაციურ ფილმს ნახულობს. ეს ფილმები გადმოგვემს მსოფლიო რელიგიური მოძღვრებებიდან, ანდა ცხოვრებიდან ამოკრებილ მნიშვნელოვან ისტორიებს. ეს ამბები გაუცნობიერებლად ილექება გონებაში, მეხსიერებაში. რადგანაც სტრესულ ვითარებაში მეხსიერების მიერ მოწვდილი ინფორმაციით ვმოქმედებთ,  ამგვარი საიმფორმაციო ბაზის შექმნა ძალზე მნიშვნელოვანია! სხვათა შორის, როდესაც გამარჯვებისათვის ვიბრძვით, თითოეული თამაში სტრესია). გთხოვ, გაეცნო პროგრამის პროექტსა და ჩანაწერების ცხრილს.  გარდა ამისა, კარგი იქნება, თუკი რამდენიმე კვირის მანძილზე ჩვენ საიტზე ყოველდღიურად განთავსებულ ფილმებს ნახავ. დამატებით ინფორმაციას პროგრამის პროექტი და ჩანაწერების ცხრილი/სამოტივაციო ფლაერი მოგაწვდის!

 

დამატებითი ინფორმაცია ჩამოსატვირთად:
- სამოტივაციო ფლაერი/ჩანაწერების  ცხრილი  ბავშვისათვის
- ინფორმაცია მშობლებისათვის
- ინფორმაცია პრესისათვის
 

კეთილი სურვილებით,

შენი მეგობარი რიჰარდი


საკონტაქტო მისამართი: richard@sport-saller.de